საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.9%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 1.1% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ივნისში ყველაზე მეტად (1.7%-ით) ტრანსპორტი გაძვირდა. ყველაზე მეტად (2.6%-ით) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა. 1.7%-ით გაიაფდა საოჯახო ნივთები.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (11.6%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 4.3%-ით გაიზარდა, 1.1%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასიც, კომუნალურმა გადასახადებმა 6.1%-ით მოიმატა. 9.5%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.