2018 წლის ივნისში წინა თვესთან, მაისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 10 მილიონი დოლარით (0.4%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 48 მილიონი დოლარით (1.7%-ით) არის გაზრდილი.
2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 359 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 30 ივნისს არსებული რეზერვების მოცულობა 86 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი