კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 65% უცხოურ ვალუტაშია

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 65% უცხოურ ვალუტაშია

2016 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 92.5 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 155 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 367 მილიონი-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 289 მილიონი დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 65%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64% იყო.

გასულ თვეში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 22 მილიონი ლარით შემცირდა და 325 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ აპრილს 2.2% იყო.

2016 წლის მარტში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.4% პუნქტით შემცირდა და 20.9% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 9.9%-ს გაუტოლდა.