ლარი 7 თეთრით გამყარდა

ლარი 7 თეთრით გამყარდა

დღეს, 1 მარტს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 7 თეთრით, ხოლო ევროს მიმართ 8 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2 მარტს ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.4828, ხოლო ევროს მიმართ 2.6176 იქნება. ამ დროისთვის, ბლუმბერგის სავალუტო ბირჟაზე (საიდანაც ლარის ოფიციალური კურსი განისაზღვრება) 1 დოლარი 2.47 ლარი ღირს. დღის განმავლობაში ლარი 2.45-მდეც იყო გამყარებული.

ლარის გამყარება მიმდინარე წლის 10 იანვრიდან დაიწყო და ჯამში 28 თეთრით (10%-ით) გამყარდა.