დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3276 შეადგინა. 25 აგვისტოდან მოყოლებული, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ბანკი დოლარს ყოდის, ჯამში 120 მლნ დოლარი გაყიდა. აშკარაა, რომ სებ ლარის კურსის შენარჩნებას 2.32-თან ახლოს ცდილობს.
დღეს ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ლარის კურსმა 2.3400-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის ჩარევის შედეგად კი კურსმა დაიკლო, თუმცა, ამ დროისთვის ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.3350-ია.