2018 წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 87 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 17 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 14 მლნ დოლარით შემცირდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 70 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, მაისის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.7% შეადგინა. აპრილის ბოლოს დოლარიზაცია 62.9%, ხოლო ერთი წლის წინ 69% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7.9 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.
2017 წლის პირველ ივნისთან შედარებით, 2018 წლის პირველ ივნისს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.5 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 370 მლნ დოლარით.
2018 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ია, ერთი წლის წინ 2.8% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 7.9% იყო.
გრაფიკი: ლარში განთავსებული დეპოზიტების ტენდენცია, მილიარდი ლარი