2016 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 296 მილიონი დოლარით შემცირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 661 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 2016 წლის მაისში 76 მილიონი ლარით გაიზარდა. 2015 წლის მაისთან შედარებით, 2016 წლის მაისში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 105 მილიონი ლარითაა შემცირებული.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.7% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 9.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი ივნისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.5%-ია, ერთი წლის წინ 4.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.7%-ია, ერთი წლის წინ 7.3% იყო.