მაისში ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

მაისში ფულადი გზავნილები 13 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის მაისში 2017 წლის მაისთან შედარებით 15 მლნ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. მაისში სულ 130 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მაისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს მაისში საქართველოში 130 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.6 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 1.5 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე.

იანვარ-მაისში, ჯამში, 609 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 19%-ით (98 მლნ დოლარით) მეტია.

მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

მაისი, 2017

მაისი, 2018

ზრდა

იტალია

11.9

15.6

4

ისრაელი

9.4

12.7

3.2

აშშ

12.1

14

1.9

საბერძნეთი

11.7

13.3

1.6

წყარო: ეროვნული ბანკი