მსოფლიოში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში მოსახლეობის 69 %-ს აქვს გახსნილი. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალი – 61.2%-ია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იმ მოსახლეობის წილი, ვისაც ანგარიში აქვს, ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა – 2014 წელს მათი პროცენტული წილი მხოლოდ 36.7% იყო. მსოფლიო ბანკის The Global Findex-ის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში 2014-დან 2017 წლებში 515 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გახსნა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საბანკო ანგარიში მოსახლეობის 94%-ს აქვს გახსნილი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – 63%-ს. ჩვენი ყურადღების ცენტრში ამჯერად პოსტსაბჭოთა სამყარო მოექცა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეიტინგი საინტერესოა, რადგან ამ ქვეყნებში კომერციული საბანკო სექტორი დაახლოებით ერთ დროს ჩნდება.
რამდენი ინახავს ბანკებში?
მოსახლეობის წილი, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტში საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი
სად ზოგავენ?
მოსახლეობის წილი, ვინც ბოლო 1 წელიწადში თანხა საფინანსო ინსტიტუტში შეინახა
სად სესხულობენ?
მოსახლეობის წილი, ვინც ბოლო ერთ წელიწადში თანხა საფინანსო ინსტიტუტისგან ისესხა