1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 15.66 მილიარდი ლარია. ყველაზე მეტი სესხი 8 მილიარდი ლარი გაცემულია შინამეურნეობებზე, საიდანაც 2.4 მილიარდი ლარი სამომხმარებლო სესხია, ხოლო 4.3 მილიარდი კი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია. ეკონომიკის სექტორებიდან, ყველაზე მეტი სესხი, დაახლოებით 2 მილიარდი ლარი, ვაჭრობის სექტორზეა გაცემული. შემდეგ მოდის მრეწველობა 1.8 მილიარდი ლარით. მესამეა მშენებლობა 674 მილიონი ლარის სესხით.
სესხების ზრდის ტენდენციას რაც შეეხება, ბოლო ერთ წელიწადში, ყველაზე სწრაფად მშენებლობის სექტორზე გაცემულმა სესხებმა მოიმატა. 2015 წლის პირველ ივლისთან შედარებით ზრდა 42%-ია (200 მლნ ლარი). ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მეტად, 1.2 მილიარდი ლარით შინამეურნეობებზე გაცემული სესხები გაიზარდა, რაც 18%-იანი ზრდაა.
გრაფიკი: კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, მილიარდი ლარი: