მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს Forbes უკვე 8 წელია ქვეყნებს.
პირველ ადგილზე Apple-ია, რომლის ღირებულებაც 38%-ით გაიზარდა წლიურად. მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ღირებულება Forbes-ს $2.1 ტრილიონად აქვს შეფასებული, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
წლის გამარჯვებული Netflix-ია, რომლის ბრენდის ღირებულებაც 35%-ით გაიზარდა. მას მოსდევს PayPal 33%-იანი ზრდით და Amazon 31%-იანი ზრდით.
წარუმატებელი აღმოჩნდა წელი Gillette-სთვის, რომლის ბრენდის ღირებულებაც 11%-ით შემცირდა; H&M-მა კი 8% დაკარგა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეული შემდეგია:
Apple – ბრენდის ღირებულება $182.8 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 8%
Google – ბრენდის ღირებულება $132 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 30%
Microsoft – ბრენდის ღირებულება $104.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 21%
Facebook – ბრენდის ღირებულება $94.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 29%
Amazon – ბრენდის ღირებულება $70.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 31%
Coca-Cola – ბრენდის ღირებულება $57.3 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 2%
Samsung – ბრენდის ღირებულება $47.6 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 25%
Disney – ბრენდის ღირებულება $47.5 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 8%
Toyota – ბრენდის ღირებულება $44.7 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 9%
AT & T – ბრენდის ღირებულება $41.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 14%