Airlander 10-მა პირველი საცდელი გაფრენა წარმატებით შეასრულა. ABC-ი აღნიშნავს, რომ დირიჟაბლის ჰიბრიდის სადემონსტრაციო ფრენა ნახევარ საათს გაგრძელდა. შემქმნელების თქმით, 92 მეტრის სიგრძის აპარატს შეუძლია შესვენების გარეშე 2 კვირის განმავლობაში იფრინოს, 4900 მეტრის სიმაღლე დაძლიოს და 148 კმ/სთ-ში სიჩქარე განავითაროს. ხომალდის შემქმნელი კომპანია Hybrid Air Vehicles-ია.
კრიტიკოსებს პროექტის წარმატება აეჭვებთ, ჟურნალ AIN-ის რედაქტორი კრის პოკაკი აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ Airlander 10-ის წარმოება და ექსპლუატაცია ეკონომიკურად მიზანშეწონილი იქნება.