საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლავს განახლებული ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2018-2019 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ია, ხოლო 2020 წლის 5.5%. აქამდე არსებული ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების დოკუმენტით მთავრობა 2017-2020 წლებში ყოველწლიურად 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა უკვე ცნობილია მიმდინარე წლის 8 თვის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2.7%-ია.
2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4 267 დოლარამდე (9814 ლარამდე) უნდა გაიზარდოს. ლარის კურსი 2.30-ის დონეზეა გათვალისწინებული.
4%-იან იანფლაციას პროგნოზირებს მთავრობა 2017 წლისთვის, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე 1% პუნქტით ნაკლებია. 4%-ზე ნარჩუნდება ინფლაცია 2018-2020 წლებშიც.