საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 9%-ით (11 მლნ დოლარით) გაიზარდა. ნოემბერში სულ 133 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ნოემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს ნოემბერში საქართველოში 133 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.
ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 174 ათასი დოლარით ნაკლებია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
წელს იანვარ-ნოემბერში, ჯამში, 1 426 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 15%-ით (185 მლნ დოლარით) მეტია.
ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | ნოემბერი, 2017 | ნოემბერი, 2018 | ზრდა |
იტალია | 12.9 | 16.5 | 3.6 |
საბერძნეთი | 12.5 | 14.6 | 2.1 |
პოლონეთი | 0.5 | 2.2 | 1.7 |
ისრაელი | 11.5 | 13 | 1.5 |
აშშ | 11.6 | 13 | 1.4 |
წყარო: ეროვნული ბანკი