Oculus-მა ვირტუალური რეალობის სისტემის, Rift-ის გაყიდვა დაიწყო. Oculus-ი Facebook-ის შვილობილია. ახალი პროდუქტის მიღება პირვლად იმ ინვესტორებს ერგოთ წილად, რომელთა შეკვთებიც ჯერ კიდევ 2012 წელს, პროექტის დაწყებისას, დარეგისტრირდა. მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ვირტუალური რეალობა ახალი, წამყვანი პლატფორმა გახდება და მომავალში ამ მიმართულებით კონკურენცია გაიზრდება. მსგავსი მოწყობილობის გამოშვებას წელსვე უკვე გეგმავენ HTC და Sony. მათი პროდუქტის მიზანი კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დამატებითი შეგრძნებების შექმნაა.
Oculus Rift-ი 599 აშშ დოლარი ღირს, კომპლექტში შედის სათვალე, დისტანციური მართვის პულტი, აუდიოსისტემა, სენსორი და Xbox One-ის უკაბელო ჯოისტიკი. Oculus Store-ში უკვე ხელმისაწვდომია 30-ზე მეტი თამაში, მალე მაღაზიაში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც გამოჩნდება.