ლაშა ჯანელიძე გამოცხადდა პროფესიული მომსახურების ფირმა PwC საქართველოს (PricewaterhouseCoopers) აუდიტის პარტნიორად.
წლების განმავლობაში ლაშა ჯანელიძე თანამშრომლობდა PwC-ის აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და სამართლებრივი სფეროებში მომუშავე გუნდებთან.
“ახალი პარტნიორის მიღება PwC-ის პრაქტიკის ზრდისა და განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ხალხის კარიერაში. PwC-ის პარტნიორები წარმოადგენენ ღირსეულ ხელმძღვანელებს, რომელთა მოწოდება საკუთარი თავის და გუნდის წევრების განვითარებაა. მინდა გულწრფელად მივულოცო ლაშას და PwC საქართველოს“, – განაცხადა ოლგა გრიგიერ სიდონსმა, PwC, აღმასრულებელმა დირექტორმა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
ლაშა ჯანელიძე არის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი (FCCA).
PwC-ში შემავალი ფირმები 157 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 223.000-ზე მეტი ადამიანი. PwC საქართველოს ოფისი 2005 წელს გაიხსნა.