საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1059 ლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი.
2018 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 2305 ლარი. მეორე ადგილზეა პრეფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობაა – 1743 ლარით, ხოლო მესამეზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორია – 1686 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 567 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 683 ლარით.
2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ადმინისტრაციულ საქმიანობაში გაიზარდა – 27%-ით. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა 21%-ით.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)
| 
 | 2018_I | 2017_I | ზრდა | 
| სულ | 1059 | 989 | 7% | 
| საფინანსო საქმიანობება | 2305 | 1907 | 21% | 
| პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 1743 | 1750 | 0% | 
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 1686 | 1607 | 5% | 
| მშენებლობა | 1552 | 1501 | 3% | 
| ელექტროენერგიის და აირის მიწოდება | 1401 | 1260 | 11% | 
| ტრანსპორტირება და დასაწყობება | 1373 | 1299 | 6% | 
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1254 | 1227 | 2% | 
| სახელმწიფო მმართველობა | 1247 | 1231 | 1% | 
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 1036 | 1014 | 2% | 
| ჯანდაცვა | 968 | 936 | 3% | 
| ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | 966 | 855 | 13% | 
| ადმინისტრაციული საქმიანობები | 898 | 704 | 27% | 
| ხელოვნება, გართობა და დასვენება | 891 | 804 | 11% | 
| დამამუშავებელი მრეწველობა | 890 | 832 | 7% | 
| სასტუმროები და რესტორნები | 854 | 741 | 15% | 
| სხვა სახის მომსახურება | 803 | 672 | 19% | 
| წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა | 741 | 683 | 8% | 
| სოფლის მეურნეობა | 683 | 674 | 1% | 
| განათლება | 567 | 560 | 1% | 
წყარო: საქსტატი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								














