საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2017 წლის წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ია.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტის (ძირითადად საწვავის) ფასების ზრდა 15%-ით. 8.1%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.3%-ით.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 68%-ით ლიმონი გაძვირდა, შემდეგ მოდის კარტოფილი 47%-ით. ადგილობრივი წარმოების სიგარეტი 45%-ით გაძვირდა, იმპორტირებული 32%-ით. პომიდორი 37%-ით გაძვირდა. საავტომობილო საწვავი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა.
ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2017 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
| 
 | პროდუქცია | ფასების ზრდა | 
| 1 | ლიმონი | 68% | 
| 2 | კარტოფილი | 47% | 
| 3 | ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი | 45% | 
| 4 | ქლიავი | 43% | 
| 5 | ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 42% | 
| 6 | პომიდორი | 37% | 
| 7 | მანდარინი | 35% | 
| 8 | ჭარხალი | 35% | 
| 9 | სტაფილო | 32% | 
| 10 | იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი | 32% | 
| 11 | დიზელის საწვავი | 30% | 
| 12 | თვითმფრინავით მგზავრობა | 30% | 
| 13 | ბრინჯი | 28% | 
| 14 | გაზის საწვავი | 28% | 
| 15 | ბენზინი | 27% | 
| 16 | ვაშლი | 22% | 
| 17 | საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები | 19% | 
| 18 | ქათმის ბარკლები | 17% | 
| 19 | სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები | 17% | 
| 20 | კიტრი | 17% | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								














