მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს (2016 წლის წლიური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 379 მილიარდი დოლარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. თუმცა, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ ინვესტიციების მოცულობა 2.1% იყო. მეორე ადგილზე ჩინეთია 250 მილიარდი დოლარის ინვესტიციით (მშპ-ის 2.3%).
მესამე ადგილზე ირლანდიაა 203 მილიარდი დოლარით. თუმცა, ირლანდია მსოფლიოში პირველ ადგილზეა მშპ-ის მიმართ ინვესტიციის მოცულობით. 2015 წელს ირლანდიაში განხორციელებული წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის 71.7% იყო.
მეოთხე ადგილზე ჰონგ კონგია 181 მილიარდი დოლარით, რომელიც, ამავე დროს, მშპ-ის მიმართ ინვესტიციების მოცულობით (58.5%) მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
ცხრილი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინება, მილიარდი აშშ დოლარი
| ქვეყანა | მილიარდი აშშ დოლარი | მშპ-ის მიმართ |
1 | აშშ | 379 | 2.1% |
2 | ჩინეთი | 250 | 2.3% |
3 | ირლანდია | 203 | 71.7% |
4 | ჰონგ კონგი | 181 | 58.5% |
5 | შვეიცარია | 120 | 18.8% |
6 | ნიდერლანდები | 102 | 13.6% |
7 | ბრაზილია | 75 | 4.2% |
8 | სინგაპური | 65 | 22.3% |
9 | კანადა | 56 | 3.6% |
10 | გაერთიანებული სამეფო | 50 | 1.8% |
წყარო: მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემები