საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხი 23.7 ათასით გაიზარდა და 275 ათასი შეადგინა. ჯამში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია დასაქმებულთა 15.4%. არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.1 ათასით გაიზარდა და 1 505 ათასი შეადგინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან 1 018 ათასი თვითდასაქმეულია. შესაბამისად, თუ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების სტატისტიკას ვნახავთ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 56 პროცენტია.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author