2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 416 მილიონი დოლარით გაიზარდა და 15.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის მატების და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2016 წლის მშპ-ის 108%-ია.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2016 წელს მთავრობის საგარეო ვალი 294 მილიონი დოლარით გაიზარდა. 187 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 603 მილიონი დოლარით გაიზარდა არასაფინანსო სამეწარმეო სექტორის ვალი. 645 მილიონი დოლარით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარებში
სექტორები | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
სამთავრობო სექტორი | 4 246 | 4 185 | 4 250 | 4 385 | 4 679 |
ეროვნული ბანკი | 582 | 338 | 252 | 219 | 200 |
ბანკები | 2 469 | 2 647 | 2 683 | 2 957 | 3 144 |
სხვა სექტორები | 3 328 | 3 471 | 3 586 | 4 515 | 5 118 |
პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 2 663 | 2 648 | 3 074 | 3 013 | 2 364 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13 287 | 13 290 | 13 846 | 15 090 | 15 505 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი