საქართველოს ბანკმა EFSE-ისგან 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა

საქართველოს ბანკმა EFSE-ისგან 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა

საქართველოს ბანკმა, EFSE-სთან (European Fund for Southeast Europe) თანამშრომლობით, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 10 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. მოზიდულ რესურსს საქართველოს ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისთვის მიმართავს. 

“მოხარული ვარ, რომ EFSE-სთან, ჩვენს გრძელვადიან პატრნიორთან ერთად, მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები კვლავ ხორციელდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა, მისთვის აუცილებელი ფინანსური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო EFSE-ს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ უკვე მრავალი წელია ქართული ბიზნესების განვითარებაში შეაქვთ”, – განაცხადა  საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.