საქართველოს სახელმწიფო ვალი 13 მილიარდ ლარს უახლოვდება

საქართველოს სახელმწიფო ვალი 13 მილიარდ ლარს უახლოვდება

31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 34.8% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ივლისის ბოლოს საგარეო ვალი 9.5 მილიარდი ლარი იყო, აგვისტოს ბოლოს კი 9.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აგვისტოში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 32 მილიონით გაიზარდა. ლარში მოცემული საგარეო ვალის სწრაფად ზრდას მნიშვნელოვანწილად ლარის კურსის გაუფასურება განაპირობებს. საშინაო ვალი კი აგვისტოში 25 მილიონი ლარით შემცირდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.