საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიები

საქართველოში უმუშევრობის დონე სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 11.8%-ს შეადგენს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069 ლარია.  

Forbes დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები. არასამეწარმეო სფეროს უმსხვილეს დამსაქმებელ 10 კომპანიას შორის 3 ბანკია. მათ შორის მაგალითად ცნობილია, რომ TBC ბანკს 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.  

არასამეწარმეო სფეროს უმსხვილეს დასაქმებულებს შორისაა საჯარო უწყებებიც. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც. სამინისტროს დასაქმებულთა რაოდენობა 29 000-ს სცდება. ამ რაოდენობაში შედის სამინისტროს ადმინისტრაციისა და ასევე პოლიციის თანამშრომლები. წარმოდგენილ ათეულში არ შედის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სამინისტროდ მიიჩნევა 40 000-ზე მეტი თანამშრომლით, რადგან სწორედ სამინისტროს თანამშრომლებად ითვლებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულები.  

არასამეწარმეო სფეროში ტოპ-10 ორგანიზაცია 2017 წლის IV კვარტალის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია:  

  • სსიპ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქმიანობის დასახელება: უმაღლესი განათლება 
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – საქმიანობის დასახელება: ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო მართვა
  • შსს სსიპ საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტო – საქმიანობის დასახელება: სახანძრო მომსახურების საქმიანობები 
  • სს “თიბისი ბანკი” – საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა 
  • სსიპ საქართველოს შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – საქმიანობის დასახელება: საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობები
  • სს ლიბერთი ბანკი – საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა
  • საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – საქმიანობის დასახელება: იუსტიციის და სასამართლოების საქმიანობები
  • სსიპ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საქმიანობის დასახელება: უმაღლესი განათლება
  • შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – საქმიანობის დასახელება: საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობები
  • ს.ს. საქართველოს ბანკი – საქმიანობის დასახელება: კომერციული ბანკების საქმიანობა
  •  

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანამშრომელი შემდეგ კომპანიებს ჰყავთ: 
 

  • სს გეფა – საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია – საქმიანობის სახე: ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ნიკორა ტრეიდი – საქმიანობის სახე: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პრო­დუქ­ტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი – საქმიანობის სახე: საავადმყოფოების საქმიანობები
  • სს საქართველოს რკინიგზა – საქმიანობის სახე: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია – საქმიანობის სახე: საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
  • შპს თბილსერვის ჯგუფი – საქმიანობის სახე: არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
  • შპს ჯეო ჰოსპიტალს – საქმიანობის სახე: საავადმყოფოების საქმიანობები
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობის სახე: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
  • შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – საქმიანობის სახე: წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება 

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის. ამასთან, საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რამდენი დასაქმებული ჰყავთ აღნიშნულ კომპანიებს.