საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს უმუშევართა რაოდენობა 4 400 კაცით შემცირდა და 241 600 ათასი შეადგინა. ამასთან, 34 700 კაცით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. უმუშევრობის დონე, რომელიც სამუშაო ძალაში უმუშევართა პროცენტულ წილს უჩვენებს, 12.0%-მდე შემცირა. 2014 წელს უმუშევრობის დონე 12.4% იყო.
აღსანიშნავია, რომ ისევ მაღალი რჩება თვითდასაქმებულთა რიცხვი. 1 მილიონ 18 ათასი კაცი ითვლება თვითდასაქმებულად. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელთა უმეტესი ნაწილი თავს რეალურად უმუშევრად თვლის, თუმცა უმუშევრობის გაზომვის მეთოდოლოგიის თანახმად, ისინი უმუშევრებად არ ითვლებიან.