შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების $314-მილიონიან პაკეტს ამზადებს

შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების $314-მილიონიან პაკეტს ამზადებს

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანა უკრაინისთვის $314 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

მინისტრის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი, მეტწილად, უკრაინისთვის ამუნიციისა და აქამდე მიწოდებული შეიარაღებების სარეზერვო ნაწილების გადაცემას ითვალისწინებს.

„მზად უნდა ვიყოთ იმ მოცემულობისთვის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება დიდი ხნის განმავლობაში შესაბამისად იფუნქციონირებს“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, აღნიშნული ეს ომის დაწყებიდან დღემდე შვედეთის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების რიგით მე-13 პაკეტი იქნება. მთლიანობაში შვედეთმა უკრაინას დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა.

უკრაინის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გუშინ აშშ-მაც გამოაცხადა.