ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ – სს “ნენსკრა ჰიდრომ” მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებს სხვადასხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა. კერძოდ, 3-მა სკოლამ და 4-მა ბაღმა ტელევიზორები, DVD-ფლეერები, აუდიოსისტემები, პერსონალური კომპიუტერები და სხვა ტექნიკა მიიღეს.
შესყიდვა სს “ნენსკრა ჰიდრომ” სკოლებისა და საბავშვო ბაღების საჭიროებების შეფასების საფუძველზე განახორციელა. აღჭურვილობა მათ სს “ნენსკრა ჰიდროს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა ჩოიმ გადასცა, რომელიც სვანეთის რეგიონში ამ მისიით საგანგებოდ გაემგზავრა.
“კომპანია K-water ნენსკრა ჰესის მართვას 36 წლის განმავლობაში განახორციელებს, სანამ მას საქართველოს მთავრობას გადასცემდეს. განზრახული გვაქვს, ამ წლების განმავლობაში რაც შეიძლება, მეტი პოზიტიური ცვლილება შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებში. სწორედ ასე მუშაობს K-water, როგორც კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი კორპორატიული სტანდარტებით, კორეასა და სხვა ქვეყნებში. ასე ვაპირებთ მუშაობას საქართველოში, სვანეთის რეგიონშიც. ჩვენთვის არ არსებობს იმაზე მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ბავშვები და განათლებაა, ამიტომაც ბედნიერები ვართ, შევუქმნათ ადგილობრივ ბავშვებს მეტი შესაძლებლობა”, – განაცხადა სს “ნენსკრა ჰესის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა ბიოუნგ სეუბ ჩოიმ.
ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ნენსკრას ხეობაში, ასევე სამუშაოები სათემო განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტირების, თემის წევრთა უნარების გაძლიერებისა და სხვა საშუალებით ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარებისთვის საგანგებოდ შეიქმნა.
ნენსკრა ჰესი სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. 280 მვტ სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, ეს კი ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” მიერ ხორციელდება. www.nenskrahydro.ge