საკონსულტაციო კომპანია სინერჯი ჯგუფი ხდება კომპანიის შპს Start – Business Solutions მეწილე, რათა ერთობლივი თანამშრომლობით უფრო აქტიურად შეძლონ სტარტაპების მხარდაჭერა ორგანიზაციულ მოწყობასა და განვითარებაში.
„სინერჯი ჯგუფის“ დამფუძნებლის, პაპუნა ტოლიაშვილის თქმით, გრძელვადიანად, „Start – Business Solutions“ და „სინერჯი ჯგუფის“ კოოპერაცია უფრო გაღრმავდება და ერთობლივ კომბინირებულ სერვისებს შესთავაზებენ დამწყებ მეწარმეებს.
აგრეთვე, „სინერჯი ჯგუფი“ ქმნის ახალ პროდუქტს – სტრუქტურების განვითარების ერთდღიან ვორქშოპს სპეციალურად დამწყები ბიზნესებისთვის და ამ სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის წლების განმავლობაში დაგროვილ კომპეტენციებს. ვორქშოპის შედეგად, მუშავდება ძირითადი გადაწყვეტილებები ორგანიზაციის სტრატეგიულ მოდელთან და გენერალურ სტრუქტურასთან დაკავშირებით. „სინერჯი ჯგუფი“ 1999 წლიდან ფუნქციონირებს და წლების განმავლობაში ეხმარება ორგანიზაციებს, ჰქონდეთ მკაფიო სტრატეგია და ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურები.
„Start – Business Solutions“ წარმოადგენს ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას. იგი საქართველოს ბაზარზე პირველია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს კომპლექსურ სერვისს – იდეის არსებობიდან მის ბიზნესად ქცევასა და განვითარებამდე.
„Start – Business Solutions“ მოცემული პროდუქტი, ბიზნესის დამწყებთ ეხმარება ბიზნეს საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, სწორ ხალხთან დაკავშირებასა და ბიზნესის დაწყების შემდგომ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. „სტარტი“ აქტიურად არის ჩართული სტარტაპების წარმატებული კომერციალიზაციის პროცესში. – აცხადებს „სტარტი – ბიზნეს გადაწყვეტილებების“ პარტნიორი, ლარისა პატარაია.
„Start – Business Solutions“ უკვე სამი წელია ფუნქციონირებს ბაზარზე და მოცემულ პერიოდში, არაერთ სტარტაპს დაეხმა ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში. შესაბამისად, მათ ვისაც სურს ბიზნესის სწორად აწყობა, შესაძლებლობა აქვს საქმიანობა დაიწყოს სტარტაპების განვითარებაში დაგროვილი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად. ამჟამად სტარტს 100-მდე სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც ემსახურება სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მართებული ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებასა და გაყიდვების ზრდას.
მხარეების თქმით, „სტარტისა“ და „სინერჯის“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს ახალი სიცოცხლისუნარიანი სტარტაპების შექმნაში.