საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის თებერვალში 2020 წლის თებერვალთან შედარებით 24 მლნ დოლარით, 17.5%-ით გაიზარდა. თებერვალში სულ 161 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თებერვლის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 743 ათასი დოლარით ნაკლებია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვარ-თებერვალში, ჯამში, 311 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 18%-ით (48 მლნ დოლარით) მეტია.
თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 3.5 მილიონი ლარით (12.4%-ით) შემცირდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც თებერვალში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი