საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა. ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.9%-ია.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.2%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.