წლიური ინფლაცია 5.4 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 5.4 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში საქონლისა და მომსახურების ფასები 1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 5.4% შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (13.1%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 9.1%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, 9.3%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.3%-ით გაძვირდა. 1.6%-ით და 0.9%-ით მოიკლო ტრანსპორტის და ტანსაცმლის ფასებმა.