“ვიდეოს ოქროს ხანა”

“ვიდეოს ოქროს ხანა”

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა შეხვედრა – „ვიდეოს ოქროს ხანა“, რომელზეც განიხილეს ტელევიზიის როლი და პოზიცია თანამედროვე გართობის ინდუსტრიაში, ათასწლეულის თაობის (მილენიალების) მიერ ტელევიზიის/ვიდეოს ყურების ძირითადი ტენდენციები და Ultra HD-თან დაკავშირებული საკითხები.  შეხვედრა შედგა სასტუმროში „ბილტმორ-თბილისი“, რომელსაც ესწრებოდა წამყვანი მედიის 10-მდე წარმომადგენელი.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა:

ნილსფილიპ აბრაჰამსონი – SES-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში

ძირითადი საკითხები SES-ის წარმომადგენლის, ბატონი ნილს-ფილიპ აბრაჰამსონის სიტყვიდან:

  • ვიდეობაზარი სწრაფად ვითარდება შემდეგი მიმართულებით:
    • კონტენტის მოხმარების სწრაფი ზრდა
    • მაღალი გარჩევადობის მიმართ ინტერესის ზრდა
    • სახლის ციფრული ტელევიზია – ყველაფერი წინაა
  • „Ericsson Consumer Lab“-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა პროცენტი, რომლებიც კვირის მანძილზე სხვადასხვა სიტუაციაში მოიხმარენ ტელევიზიის/ვიდეო კონტენტის რომელიმე სახეობას, წლიდან წლამდე იზრდება;
  • იმ მომხმარებელთა პროცენტი, რომლებიც დღის მანძილზე შინ უყურებენ რომელიმე სახის ტელევიზიას/ვიდეოს თითქმის გაორმაგდა 2013 წლიდან (39%-დან 2013 წელს, 67%-მდე 2016 წელს). მომხმარებელთა ყველაზე მაღალი, 93%, საღამოს საათებში, სახლში უყურებს ტელევიზორს/ვიდეოს. ასევე 13-18%-ით გაზრდილია კონტენტის მთლიანი მოხმარება სხვადასხვა სიტუაციაში ;
  • ანალოგური ტელევიზია კვლავ აქტუალურია და მას ყველა ტიპის ადამიანი  უყურებს, მათ შორის ათასწლეულის თაობა – ანალოგური ტელევიზიის ყურების დრო ათასწლეულის თაობის წარმომადგენლების ყურების მთლიანი დროის 45%-ს შეადგენს (კვირაში 34 სთ), ხოლო 35 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების შემთხვევაში – ყურების მთლიანი დროის 65%-ს (28 სთ კვირაში);
  • ევროპის, აშშ-ისა და ბრაზილიის 11 ბაზრის მონაცემებით – ტელევიზია საღამოს გართობის ძირითად ფორმად რჩება – ადამიანები ტელევიზორს ძირითადად მაშინ უყურებენ, როდესაც სახლში არიან და უმეტესწილად ეს საღამოს საათებში ხდება;
  • ემპირიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ნანახი ვიდეოს შემოსავლის 95% ტელევიზიას ემყარება;
  • მომხმარებლები ეძებენ ისეთ სატელევიზიო პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს როგორც ტელევიზიას, ასევე OTT ტექნოლოგიას –  SES-ის თანახმად მომგებიანი სტრატეგიაა სატელევიზიო პაკეტების შეთავაზება, რომელიც მოიცავს როგორც ანალოგურ ტელევიზიას, ასევე OTT ტექნოლოგიას – “HD სატელევიზიო შემოსავლებს ზრდის”;
  • SES-ს ჰყავს 1 მილიარდი მაყურებელი, იგი 325 მილიონ სახლს ემსახურება 7,741 სატელევიზიო არხის, 2,587 HDTV არხისა და 31 Ultra HD არხის მეშვეობით. SES ასევე მუშაობს 40-ზე მეტ DTH-პლატფორმაზე;
  • 2012 წლიდან SES-ის ვიდეო სატელევიზიო არხები 39%-ით გაიზარდა (HD +69%; SD +39%);
  • SES-ი მსოფლიო ლიდერია, მას აქვს 83 Ultra HD არხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 34 UHD არხი მსოფლიოში არსებული თანამგზავრების მეშვეობით;
  • პროგნოზის მიხედვით UHD არხების რაოდენობა წლიურად 33.7%-ით გაიზრდება.
  • SES ახორციელებს VoD (სერვისი „ვიდეო მოთხოვნით“) მომსახურებებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ნაკლებია დაფარვა და მცირე მაღალსიჩქარიანი კავშირი არსებობს და მომხმარებელს ეკონომიურ ფასად მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.