საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 150-ით გაიზარდა, 2013 წელს 59-ით, ხოლო 2012 წელს 161-ით.
გასულ წელს 2897-ით გაიზარდა ნომრების რაოდენობა, ხოლო სტუმართა რაოდენობა 136 ათასი კაცით. აქედან, არარეზიდენტების რაოდენობა გაიზარდა 93 ათასით.
2014 წელს სასტუმროებში და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დამატებით დასაქმდა 1476 კაცი.
ცხრილი 1. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ძირითადი მაჩვენებლები.
| 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 |
სასტუმროების რაოდენობა | 353 | 386 | 462 | 616 | 777 | 836 | 986 |
ნომრების საერთო რაოდენობა | 8582 | 9393 | 10564 | 12901 | 14463 | 15351 | 18248 |
საერთო ფართობი, ათასი კვ. მ. | 485.3 | 536.9 | 611.0 | 747.7 | 875.5 | 889.6 | 1032.4 |
სტუმართა რაოდენობა, სულ (ათასი კაცი) | 266.3 | 350.0 | 596.9 | 853.0 | 1185.1 | 1255.5 | 1391.4 |
აქედან, არარეზიდენტები | 103.7 | 150.9 | 306.5 | 438.5 | 625.5 | 773.6 | 866.2 |
სასტუმროებში დასაქმებულთა რაოდენობა | 4237 | 4824 | 6161 | 7416 | 8561 | 8735 | 10211 |