საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში კი, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 4.7% იყო. 4.7% შეადგინა მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამაც.
2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, 2018 წლის პროგნოზიც 4.5%-ია.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები