2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 256 მლნ დოლარით (9%-ით) გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 3 089 მლნ დოლარს მიაღწია. აქამდე რეკორდული მაჩვენბელი 2018 წლის სექტემბრის ბოლოს იყო დაფიქსირებული – 2 950 მლნ დოლარი. რეზერვების ზრდა ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე დოლარის შესყიდვამ განაპირობა. 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა 198 მლნ დოლარი შეისყიდა.
2 089 მლნ დოლარიდან 2.56 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 531 მლნ დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მლნ აშშ დოლარი