31 მაისის მდგომარებით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.3 მილიარდი ლარია

31 მაისის მდგომარებით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.3 მილიარდი ლარია

2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.3 მილიარდ ლარს შეადგენს, აპრილის ბოლოს სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარი იყო. ლარში გამოხატული ვალის შემცირება ლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 40%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის მაისის ბოლოს კი 9.4 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 2016 წლის იანვარ-მაისში 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.