გასულ წელთან შედარებით ბანკების მოგება მცირდება

გასულ წელთან შედარებით ბანკების მოგება მცირდება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 410 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37.5 მლნ ლარით (8.4%-ით) ნაკლებია 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. ცალკე აღებულ  ივნისის თვეში ბანკების მოგება 50%-ით, 48 მლნ ლარით შემცირდა და 48 მლნ ლარი შეადგინა.

ივნისში ბანკების შემოსავლებმა 346 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 274 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 72 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

იანვარ-ივნისში ბანკებმა 55.5 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში