2016 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 116 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 50 მლნ დოლარით შემცირდა. 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით, 2016 წლის აგვისტოში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 47 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 401 მლნ დოლარით.
აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 69.8% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 67.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 10.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.5%-ია, ერთი წლის წინ 4.3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.1%-ია, ერთი წლის წინ 7.7% იყო