მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 11%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება (27%) დსთ-ს ქვეყნებში დაფიქსირდა. მათ შორის, 67%-ით (17 მილიონი დოლარით) შემცირდა აზერბაიჯანში, 33%-ით (1.3 მილიონი დოლარით) ყაზახეთში. ექსპორტი 23%-ით (3 მილიონი დოლარით) გაიზარდა რუსეთის მიმართულებით.
აპრილში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 1%-ით გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა იყო რუმინეთის და საბერძნეთის მიმართულებით, ჯამში 3 მილიონი დოლარით.
18%-ით (3 მილიონი დოლარით) შემცირდა ექსპორტი თურქეთის მიმართულებით. კანადაში ექსპორტი 5 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. 13 მილიონი დოლარით (111%-ით) გაიზარდა ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით.