2018 წლის იანვარ-ივლისში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში პროდუქციის ექსპორტი 137%-ით (146 მლნ დოლარით) გაიზარდა და 252 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამური ექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდამ განაპირობა.
საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს რუსეთი იკავებს 241 მლნ დოლარით, სადაც 7 თვეში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზე თურქეთია 173 მლნ დოლარით.
მაღალი ტემპით, 90%-ით გაიზარდა ექსპორტი უკრაინაში, რომელსაც საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში მე-8 ადგილი უჭირავს.
14%-ით შემცირდა ექსპორტი ჩინეთში. შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების და კონცეტრატების ექსპორტის 19 მლნ დოალრით კლებამ გამოიწვია.
ჯამში, 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა 2018 წლის იანვარ-ივლისში:
ქვეყნები | მლნ დოლარი | ზრდა წინა წელთან |
აზერბაიჯანი | 252 | 137% |
რუსეთი | 241 | 11% |
თურქეთი | 173 | 25% |
სომხეთი | 150 | 38% |
ბულგარეთი | 139 | 35% |
ჩინეთი | 106 | -14% |
აშშ | 95 | 40% |
უკრაინა | 91 | 90% |
უზბეკეთი | 46 | 15% |
შვეიცარია | 45 | 11% |
ექსპორტი სულ | 1871 | 29% |
წყარო: საქსტატი