პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ამერიკაში უსახლკაროთა დასახმარებლად $100 მილიონს დახარჯავს. Forbes-ის ვერსიით, ეს ყველაზე დიდი საჯაროდ გამოცხადებული ქველმოქმედებაა ამ დროისთვის.
ბეზოსი $97.5 მილიონს გადაურიცხავს კომპანიებს, რომლებიც უსახლკაროებს ეხმარებიან. თუმცა როგორც მილიარდერი ამბობს ეს მხოლოდ დასაწყისია და ის ქველმოქმედებისთვის $2 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. მათ შორის, ჯეფ ბეზოსი გეგმავს გაჭირვებული ადამიანებისთვის სკოლაც ააშენოს. თითოეული ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნავს ბეზოსისგან $2.5-$3 მილიონს მიიღებს.
“გილოცავთ. მჯერა, რომ ამ თანხას ნაყოფიერად დახარჯავთ“, – წერს ბეზოსი ბენეფიციარებს.