ბოლო ერთ წელიწადში ლარი 38.5%-ით გაუფასურდა

ბოლო ერთ წელიწადში ლარი 38.5%-ით გაუფასურდა

გასული წლის 10 სექტემბრიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 38.5%-ით გაუფასურდა. საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებიდან ლარზე მეტად მხოლოდ რუსული რუბლი (81.3%-ით) და უკრაინული გრივნა (66.2%-ით) გაუფასურდა. ყველაზე ნაკლებად კი ჩინური იუანი გაუფასურდა (4.1%-ით).

დღეისათვის ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.41-ია, ხოლო ევროს მიმართ 2.71.