ჰუავეი ქართველ მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონს სთავაზობს

ჰუავეი ქართველ მომხმარებელს ხელოვნური ინტელექტის მქონე სმარტფონს სთავაზობს

მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნური ინტელექტის მქონე Kirin AI პროცესორით აღჭურვილი Huawei Mate 10 Pro უზრუნველყოფს მობილური ფუნქციების სწრაფ და შეუფერხებელ მუშაობას, რაც მაქსიმალურად ზოგავს მომხმარებლის დროს და ენერგიას.

ჰუავეის ინოვაცია – ლეიკასთან შემუშავებული კამერა სმარტფონში – ახალ მოდელებშიც გრძელდება და Huawei Mate 10 Pro-ს ორივე ძირითადი კამერაც ლეიკასთან შემუშავებული ლინზით არის აღჭურვილი. ამასთან Huawei Mate 10 Pro-ს კამერით გადაღებულ ფოტოებს დამუშავება აღარ სჭირდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კამერა გადაღების მომენტში, ავტომატურად განსაზღვრავს ყველა ოპტიმალურ პატამეტრს საუკეთესო შედეგის მისაღებად. 

ახალი Kirin 970 პროცესორის მქონე უსწრაფესი სმარტფონის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მძლავრი, 4000 mAh-იანი ელემენტია, რომელიც სტანდარტული მოხმარების რეჟიმში 2 დღე მუშაობს. ელემენტის 20%-მდე შევსებას მხოლოდ  10 წუთი, ხოლო 58%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება. 

Huawei Mate 10 Pro-ს ეკრანი აღჭურვილია IP67 დაცვის ხარსხით, რაც 1 მეტრ წყალში, ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას. 

ჭკვიანი Huawei Mate 10 Pro უზრუნველყოფს ზუსტ და დაჩქარებულ თარგმანს, მარტივი პროექტორის ფუნქცია კი მომხმარებელს სმარტფონის დიდ ეკრანთან მიერთბის საშუალებას აძლევს. 

Huawei Mate 10 Pro, Huawei Mate 10-თან ერთად, მსოფლიოში პირველი მოწყობილობაა, რომელსაც ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარე და ორმაგი 4G SIM მხარდაჭერა აქვს. 

კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, Huawei Mate 10 Pro, უახლესი EMUIS 8.0-იანი Android™ 8.0 ვერსიის საშუალებით მობილურის მოხმარებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 

საქართველოში  Huawei Mate 10 Pro ყავისფერ ფერშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 2299 ლარს შეადგენს. სმარტფონის შესაძენად და მიმდინარე აქციებისა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანია Huawei-ს ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიათა ქსელს, ასევე კომპანია Huawei-ს ბრენდ სერვის ცენტრს თბილისში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) და ბრენდ მაღაზიას ქუთაისში. 

Huawei Mate 10 Pro–ს სხვა ტექნიკური მახასიათებლები:

  • პროცესორი: Kirin 970, 10nm (ნანომეტრი)
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.0 EMUI 8.0
  • კორპუსის პარამეტრები: 154.2 x 74.5 x 7.9 მმ
  • წონა: 178 გ.
  • კორპუსი: 3D მინა, ალუმინის ჩარჩოთი
  • SIM: 2 სიმბარათიანი
  • წყალგამძლე: IP 67 – 1 მეტრზე და 30 წუთის განმავლობაში
  • ეკრანი: AMOLED  (HDR10 – მხარდაჭერით)
  • რეზოლუცია: 1080 x 2160 პიქსელი
  • მეხსიერება: შიდა 128 GB, 6 GB RAM
  • ორმაგი კამერა: 20 MP +12 MP
  • ელემენტი: ჩაშენებული Li-Po 4000  მილი ამპერი საათში
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *