საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. შედარებისთვის, 2020 წლის იანვარში ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა.
წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები
