ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 54 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე. ივლისში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 12.2 მლნ ლარი გადაიხადეს.
ივლისში ბანკების შემოსავლებმა 339 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 277 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 62 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში ბანკების მოგება 464 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 55 მლნ ლარით (11%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: