შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, 2015 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივლისში 336 866 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ივლისში 390 234. იანვარ-ივლისში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 17.5% შეადგინდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის ივლისთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივლისში 737 898 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ივლისში კი 764 022. იანვარ-ივლისში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 11% შეადგინდა.
ივლისში ყველაზე მეტი (167 507) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 166 769 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 140 234 ვიზიტორით.