ლარის კურსმა 2.45-ს მიაღწია

ლარის კურსმა 2.45-ს მიაღწია

დღეს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.43-მდე გაზარდა, თუმცა ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე (საიდანაც ეროვნული ბანკი ლარის კურსს ადგენს) ლარის კურსმა 2.45-ს მიაღწია. ევროს მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 2.66-ია.

ლარის გაუფასურების ტრენდზე დაბრუნება, ძირითადად ბოლო დღეებში საქართველოს მეზობელი და ამავე დროს მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვნად გაუფასურებას უკავშირდება. რუსული რუბლი დღითიდღე უფასურდება და უკვე კურსმა 1 დოლარის მიმართ 81 რუბლს მიაღწია. ბოლო აზერბაიჯანული მანათის კურსი ერთ კვირაში 1.57-დან 1.60-მდე გაიზარდა. თურქული ლირა 2016 წლის დასაწყისიდან 5%-ით გაუფასურდა. შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს სომხური დრამი.

ყოველივე ამის შედეგად, სავარაუდოდ, ქართული ექსპორტის და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვარშიც გაგრძელდა.