ლარში დეპოზიტზე სამჯერ მეტი საპროცენტო განაკვეთია, ვიდრე დოლარში

ლარში დეპოზიტზე სამჯერ მეტი საპროცენტო განაკვეთია, ვიდრე დოლარში

2018 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.4%-ია, ერთი წლის წინ 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია, ერთი წლის წინ 8.2% იყო.

2018 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 272 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 9 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 123 მლნ დოლარით გაიზარდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 263 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, მარტის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63% შეადგინა. თებერვლის ბოლოს დოლარიზაცია 63.8%, ხოლო ერთი წლის წინ 70% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 7.7 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2017 წლის მარტთან შედარებით, 2018 წლის მარტში ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.4 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 392 მლნ დოლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.