2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 25 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვების შემცირება ლარის კურსის სტაბილურობისთვის მარტში სავალუტო აუქციონზე გამოტანილმა 40 მილიონმა დოლარმა განაპირობა. ბოლო ოთხ თვეში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 240 მილიონი დოლარის რეზერვი გაყიდა.
ბოლო ექვს თვეში ვალუტის ოფიციალური რეზერვები 246 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 645 მილიონი დოლარით.
მარტის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2241 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დონეზე ვალუტის რეზერვები ბოლოს 2011 წლის იანვარში იყო.