რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში 32 გუნდი იღებს მონაწილეობას. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო შემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატება ქვეყნის სიმდიდრესთან ნაკლებ კავშირშია, რადგან ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფი საუდის არაბეთის ნაკრები უკვე გამოეთიშა ჩემპიონატს. საუდის არაბეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 54 777 PPP დოლარია (PPP დოლარი ნიშნავს ქვეყნებს შორის მსყიდველობითი უნარით გათანაბრებულ აშშ დოლარს). ასევე გამოეთიშა მესამე ადგილზე მყოფი ისლანდია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 51 842 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
მონაწილე ქვეყნებიდან პირველ ადგილზე შვეიცარიაა, სადაც საშუალო წლიური შემოსავალი 61 422 PPP დოლარია.
ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – ბრაზილიის ნაკრები 24-ე ადგილზეა. ბრაზილიაში საშუალო წლიური შემოსავალი 15 603 PPP დოლარია.
ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე ღარიბი აფრიკის კონტინენტის წამომადგენელი 5 ქვეყანაა. მათ შორის კი ყველაზე ღარიბი სენეგალია 2 727 PPP დოლარით. სენეგალი საქართველოზე შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ღარიბია. საქართველოზე ღარიბია მაროკო და ნიგერიაც.
ცხრილი: ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებში
| ქვეყანა | PPP დოლარი |
1 | შვეიცარია | 61,422 |
2 | საუდის არაბეთი | 54,777 |
3 | ისლანდია | 51,842 |
4 | შვედეთი | 51,475 |
5 | გერმანია | 50,425 |
6 | ავსტრალია | 50,334 |
7 | დანია | 49,883 |
8 | ბელგია | 46,553 |
9 | ინგლისი | 44,118 |
10 | საფრანგეთი | 43,761 |
11 | იაპონია | 42,832 |
12 | სამხრეთ კორეა | 39,434 |
13 | ესპანეთი | 38,286 |
14 | პორტუგალია | 30,417 |
15 | პოლონეთი | 29,521 |
16 | რუსეთი | 27,834 |
17 | პანამა | 25,351 |
18 | ხორვატია | 24,424 |
19 | ურუგვაი | 22,371 |
20 | არგენტინა | 20,876 |
21 | ირანი | 20,200 |
22 | მექსიკა | 19,903 |
23 | კოსტა რიკა | 16,877 |
24 | ბრაზილია | 15,603 |
25 | სერბეთი | 15,000 |
26 | კოლუმბია | 14,485 |
27 | პერუ | 13,334 |
28 | ეგვიპტე | 12,671 |
29 | ტუნისი | 11,755 |
30 | მაროკო | 8,567 |
31 | ნიგერია | 5,929 |
32 | სენეგალი | 2,727 |
წყარო: IMF